სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა სოფელ დაგვაში, ბობოყვათში, კვირიკეში, ციხისძირში, სტალინის უბანში, შუაღელესა და ალამბარში.
ადგილობრივები შიდა სასოფლო გზების ბეტონირებას, გარე განათებების მონტაჟს,სკვერის მოწყობას, სასმელი წყლის მილების შეძენას ითხოვენ.
” გუნდთან ერთად აქტიურად ვართ ჩართულები თითოეული მოქალაქის საჭიროების მოსასმენად, მათ მიერ დასახელებული პრობლემატიკის ადგილზე გასაცნობად. ყველაფერს ვაკეთებთ რომ მოთხოვნები, რომლებსაც ისინი დაგვისახელებენ დაკმაყოფილებული იყოს” – დავით ვერულიძე