სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს.
დღეს სოფლების ალამბარი, ზედა კონდითი, ხუცუბნის, ნაკაიძეების, ქვედა სამების, გვარას, აჭყვისთავის, ქაქუთის, აჭის, ნაცხავატევის, გოგმაჩაურის მოსახლეობისგან მოვისმინეთ სხვადასხვა საჭიროების შესახებ ინფორმაციები.
ადგილობრივები ითხოვენ შიდა სასოფლო გზების ბეტონირებას, გარე განათებების მოწყობას, სასმელი წყლის მილების შეძენას და სხვა.
გუნდთან ერთად ყველა მოთხოვნას გავეცნობით. მოსახლეობის საჭიროებები არსებული შესაძლებლობის ფარგლებში ეტაპობრივად მოგვარდება.