სოფელ ლეღვაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

 

ბოლო წლებია აქტიურად ხორციელდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა, არსებული ბაღების რეაბილიტაციას.

 

ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში, 5 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
დღეს სოფელ ლეღვაში ახალი ბაღის მშენებლობა მოვინახულეთ. ადგილზე თანამედროვე სტანდარტების ობიექტი შენდება.
პროექტით ასევე მოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო – ატრაქციონები, დაიგება დეკორატიული ფილები, დამონტაჟდება გარე განათება, საპარკე სკამები.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
საბავშვო ბაღი 3 ჯგუფიანი იქნება და გათვლილია 105 აღსაზრდელზე.
Skip to content