მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო.
2022 წლის ზაფხულს ქობულეთი სხვადასხვა სიახლით შეხვდება ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს.
როგორც თქვენთვის ცნობილია მიმდინარე წელს მერიამ ზღვის სანაპირო ზოლთან გადასასვლელების რეაბილიტაცია დაიწყო. განახლებული ბულვარის შემდეგ მოქალაქეები მოწესრიგებული გადასასვლელებით ისარგებლებენ. აქტიურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა გამწვანების სამსახურმა, ირგვება მწვანე ნარგავები, მოწესრიგდება სკვერები და დაირგვება ერთწლიანი ფერადი ყვავილები.
ყოველდღიურ რეჟიმში სუფთავდება როგორც სანაპირო ზოლი ასევე ქალაქის ტერიტორია. ყურადღება ექცევა ტურისტულად აქტიურ და მნიშვნელოვან ადგილებს.
სეზონის წარმატებით წარმართისთვის მერიაში შესაბამისი თათბირი გაიმართა.
მერმა სამსახურის ხელმძღვანელებს მობილიზებისა და სამუშაოების გააქტიურებისკენ მოუწოდა.
გარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა მუნიციპალიტეტში ჩამოსულ სტუმრებისთვის იგეგმება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და აქტივობები.