სოფელ ხუცუბანში, წყლის სათავე ნაგებობაზე აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
სკურდას ხეობაში არსებული ობიექტი, სტიქიის შედეგად დაზიანდა და საჭიროებდა დროულად მოწესრიგებას.
აღნიშნული სათავე ნაგებობიდან წყალი 1500 აბონენტს მიეწოდება. სათავე ნაგებობაზე, საფილტრი რეზერვუარი მონტაჟდება.
მიმდინარე სამუშაოები მერმა ლევან ზოიძემ, მოადგილეებთან და მერიის სამსახურებთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოების პროცესში ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყალი“ აქტიურადაა ჩართული.