საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, UNDP და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტის მერებს შეხვდნენ.
გაეროს განვითარების (UNDP) პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტებს საოფისე ტექნიკა გადაეცა.