მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA)” ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, აჭარის საინვესტიციო პოტენციალზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
SMEDA-ს მიერ ორგანიზებული ბიზნეს ფორუმის მთავარი მიზანია, წარმოაჩინოს სამეწარმეო საქმიანობის მრავალფეროვნება საქართველოში, ხელი შეუწყოს ბიზნეს წრეების წარმომადგენელებს შორის მყარი საქმიანი კავშირების შექმნას, ასევე მდგრად და ინოვაციებზე ორიენტირებულ მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის ჩამოყალიბებას.
ფორუმის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციასა (SMEDA) და კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრას აჭარის მუნიციპალიტეტების მერები, მინისტრები, უმაღლესი საბჭოსა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.