ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ქალაქში, ზღვაზე გადასასვლელების მოწესრიგება მიმდინარეობს.
აღმაშენებლის გამზირიდან თამარ მეფის სანაპიროზე გადასასვლელების კეთილმოწყობის სამუშაოები რამდენიმე მისამართზე ხორციელდება.
პროექტის მიხედვით ტროტუარებსა და სავალ ნაწილზე დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, დამონტაჟდება გარე განათება და შემზღუდავი ბარიერი.
სამუშაოების პროცესი მერმა მოადგილეებთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.