ქობულეთის მერია ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების პროექტების დაფინანსებას იწყებს.
თუ ხართ 14-დან 29 წლამდე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და გსურთ სხვადასხვა საინტერესო ინიციატივის ან იდეის განხორციელება, მაშინ ეს თქვენი შანსია.
სულ უნდა შეირჩეს 5 პროექტი,რომელსაც სპეციალური კომისია გამოავლენს.
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 1 მარტიდან დაიწყება და 1 აპრილამდე გაგრძელდება.
პროგრამა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში მომზადდა. პროექტი სამ წელზეა გაწერილი და მერიის ბიუჯეტიდან 15 000 ლარით ფინანსდება. თითოეული პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 3ათას ლარს. აღნიშნული თანხა პროექტის ავტორებს გრანტის სახით გადაეცემათ.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქობულეთის მერიის, კულტურის განათლების, სპორტისა და გენდერული თანასწორობის სამსახურსს – 577514151.