ლიტერატურული პროექტის „ლექსი კედელზე“ ფარგლებში, სოფელ დაგვას საჯარო სკოლის ფასადზე, მე-20 საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტების, ზურაბ გორგილაძისა და ზაურ ბოლქვაძის ლექსები გაიხსნა.
პროექტი აჭარაში პირველად განხორციელდა.
პროექტი მიზნად ისახავს აკადემიური ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას და ესთეტიურად სასიამოვნო ფასადების შექმნას.
აქტიობა ქართველი ემიგრანტის, სოფო ბოლქვაძის მეცენატობით განხორციელდა. საავტორო ლიტერატურული პროექტი „ლექსი კედელზე“ შალვა კამლაძეს ეკუთვნის.
ქვეყნის მასშტაბით ლიტერატურული პროექტი 2016 წლიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, განსხვავებული შენობების , ჯამში 25 ფასადზეა განთავსებული ქართველი პოეტების ლექსები.