,,საორსა“-ს ინიციატივით და USAID – ის მხარდაჭერით, ,,მეწარმეობისა და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად სტრატეგიული შეხვედრა გაიმართა.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, წარიმართა სამმხრივი დიალოგი და გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
შეხვედრაზე განიხილეს USAID- ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მნიშვნელობა, მიმდინარე პროექტის ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
შეხვედრას ესწრებოდა USAID- ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე და ,,საორსას“ ბენეფიციარები, მეწარმე ქალები.