საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მუნიციპალიტეტების მერებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.
ორ დღიანი სამუშაო შეხვედრისას, მონაწილეები გაეცნენ საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, განვითარებულ სერვისებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, განიხილეს სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიური თავისებურებები და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები; იმსჯელეს სხვადასხვა სტატისტიკურ ინდიკატორებზე და მონაცემთა საჭიროებებზე, დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, განიხილეს სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების საჭიროებები და იმსჯელეს საქსტატის სამომავლო გეგმებში მისი ასახვის შესაძლებლობებზე.