ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ზოიძემ დღეს მოადგილეები წარადგინა. ვიცე მერის პოზიცია დავით ვერულიძემ, მეორე მოადგილის პოსტი კი მინდია რომანაძემ დაიკავა.
“ჩვენი გუნდის პრიორიტეტი და პრინციპი არის კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება. რა თქმა უნდა ამ პრინციპებით შევარჩიეთ მოადგილეები და ვფიქრობ, რომ ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ, ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის. მათ აქვთ საკმაო გამოცდილება საჯარო სამსახურში მუშაობის. სწორედ ამ მიზნით შევარჩიეთ დავით ვერულიძე და მინდია რომანაძე”- ლევან ზოიძე.
“პირველ რიგში მადლობა მინდა გამოვუცხადო გუნდს, ლევან ზოიძეს მზად ვარ ერთად, ერთ გუნდათ ამ გამოწვევებს შევეჭიდოთ. ჩემი რესურსი , ჩემი გამოცდილება, დაგროვილი უნარჩვევები მაქსიმალურად გამოვიყენო არსებული გამოწვევების შესასრულებლად“- დავით ვერულიძე
“პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს, ბატონ ლევანს გამოცხადებული ნდობისათვის. ასევე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ვუთხრა ქობულეთის მოსახლეობას , რომ ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად გავაგრძელებ მუშაობას მათ სასარგებლოდ და საკეთილდღეოდ. ჩემს გამოცდილებას, ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლის შესაქმნელად“- მინდია რომანაძე