თათბირი ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გავმართეთ.

ვისაუბრეთ სოფლებში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე. მათ შორის გზების ბეტონირებაზე, ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე. ყურადღება გავამახვილეთ მიწის რეგისტრაციის მიმდინარეობის კუთხით და ამ მიმართულებით არსებულ თემებს.

წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ სხვადასხვა საჭიროების შესახებ ინფორმაციები. რა თქმა უნდა ხდება თითოეული საკითხის შესწავლა და შესაძლებელობის ფარგლებში, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მათი დროულად მოგვარების ძიება.

მოგეხსენებათ 2022 წლის ბიუჯეტი თითქმის შემუშავებულია. მაქსიმალურად გვაქვს მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე პროგრამები და პროექტები გათვალისწინებული. ეტაპობრივად, მომავალშიც გაგრძელდება მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

 

Skip to content