,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარების’’ პროექტში, ქობულეთის მუნიციპალიტეტი ჩაერთო.
საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ინიციატივით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისის ერთიანი პლატფორმა ინერგება.
დაგეგმილია პროექტის დანერგვის ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები, ელექტრონული სისტემის შესწავლას და რეალურ რეჟიმში გაშვებას ითვალისწინებს. პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო მმართველობის უფრო გამართულ მუშაობას და მოქალაქეთა მომსახურეობაზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას.