ქობულეთის მერი ლევან ზოიძე დღეიდან ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას.
” მე მინდა მადლობა ვუთხრა ქობულეთს და ქობულთელებს გამოცხადებული ნდობისათვის. ეს არის რა თქმა უნდა სტიმული, იყო ქობულეთის მერი. მაგრამ არის მეტი პასუხისმგებლობა, რომ ემსახრო შენს ხალხს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და ჩვენი გუნდი 24 საათი იქნება ჩვენი ხალხის სამსახურში.
ჩვენმა გუნდმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ჩვენ მივდივართ კონკრეტული გეგმით. გვაქვს ბევრი ინფრასტრუქტურული და ინოვაციური პროექტი დაგეგმილი. ასევე ვგეგმავთ სოციალური მიმართულებით ახალი პროგრამების დაგეგმვას.
მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ მირიანს. მან ბევრი მნიშნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრი კარგი საქმე გააკეთა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ერთად არაერთი საქმე გავაკეთეთ და ყველა დაწყებულ სამუშაოებს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე” – ლევან ზოიძე