მირიან ქათამაძეს უფლებამოსილება ვადა ამოეწურა.
მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას იგი 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებდა.
” მინდა პირველ რიგში მადლობა ვუთხრა ჩემს ხალხს, ჩემს ამომრჩეველს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში იდგა ჩემს გვერდით და სჯეროდა ჩემი.
არჩეულ მერს, ლევან ზოიძეს მინდა ვუსურვო წარმატებები. დარწმუნებული ვარ რომ ის თვისებები რომელიც ამ პიროვნებას აქვს შრომისმოყვარეობა, საქმისადმი ერთგულება, ვალდებულებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, მაძლევს იმის საფუძველს, რომ მაქსიმალური მასშტაბური ტემპით გაგრძელდება ქობულეთის განვითარების შეუქცევადი პროცესი.
ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი არის ის, რომ არცერთი წუთით, არცერთი, თუნდაც რაღაც მცირე გამონაკლისი არ უნდა იქნეს დაშვებული იმ ძალიან მნიშვნელოვანი და შეუქცევადი პროცესიდან რასაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის განვითარება ქვია.
ამ კუთხით ჩვენ გვიწევდა არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება. მომავალშიც იქნება ამ გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა, თუმცა მმართველის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ალბათ არის ის რომ თუკი საჭირო არის ხალხისთვის, უმრავლესობისათვის, სწორი გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იქნას მიღებული.
ეს იყო უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტების 4 წელი. ეს იყო გადაუჭრელი, გადაუწყვეტელი პრობლემების გადაწყვეტის პერიოდი და რათქმაუნდა აქ ცალსახად გამოვყოფდი სოფლად გზების მოწესრიგების უპრეცედენტო მოცულობით სამუშაოებს, ზღვისპირა სანაპირო ზოლის მოწესრიგებას, რომელიც გრძელდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტი მთლიანად არის უკვე გაზიფიცირებული. დასრულებულია გაზიფიცირების სამუშაოები. იწყება ინტერნეტიზაციის პროგრამა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ის პრიორიტეტი რომ თითოეული ქობულეთელის განსაკუთრებულად სოფლად მცხოვრები მოქალაქეების ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება მაქსიმალურად უნდა გაუმჯობესებულიყო, რათქმაუნდა ეს მიზანი არის მიღწეული.
ჩვენ ყოველ თვის 4 წლის განმავლობაში ვიყავით თვითკრიტიკულები. აღვნიშნავდით როგორც ჩვენს მიღწევებს და წარმატებებს, ასევე აქტიური მსჯელობა გვქონდა ჩვენს მოქალაქეებთან იმ საკითხების ირგვლივ, რომლის მოგვარებაც 4 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ერთი რამ არის მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რაც იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის განვითარება, ჩვენ არ ვერიდებოდით ხისტ გადაწყვეტილებებსაც კი და ამის ნათელი მაგალითი ძალიან ბევრი არსებობს.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჩემო ქობულეთელებო”- მირიან ქათამაძე.