ქობულეთის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.
კონკურსის მესამე ეტაპზე , სამ ვაკანტურ პოზიციაზე , 17 პირი იღებდა მონაწილეობას.
კონკურსის მესამე ეტაპზე , რეგისტრაცია გაიარა და გამოცხადდა მხოლოდ 7 კონკურსანტი. მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისია , შედეგებს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
შეგახსნებთ, ქობულეთის მერიაში, სამ სხვადასხვა მიმართულებაზე , კონკურსი, მიმდინარე წლის ნოემბერში გამოცხადდა. აღნიშნული ვაკანტური პოზიციები იყო: საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, ინფრასტრუქტურისა და ინსპექტირების განყოფილების მესამე რანგის , მეორე კატოგორიის უფროსი სპეციალისტისა და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული ბთანასწორობის სამსახურის, მეორე კატოგორიის უფროსი სპეციალისტის, კულტურის მიმართულებით.
კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა.