მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი შედგა.
ვისაუბრეთ არსებულ სხვადასხვა სახის გამწვევაზე.
როგორც მოგეხსენებათ ზღვის სანაპიროზე დიდი რაოდენობით ნატანია, რომელიც შემოდის ზღვიდან. მიუხედავად დასუფთავების სამსახურის ინტენსიური მუშაობისა, ამ დრომდე ვერ ხერხდება მთლიანი სანაპირო ზოლის მოწესრიგება. სწორედ ამიტომ, ყველა სამსახური უნდა ჩაერთოს, რათა დროულად მოხდეს აღნიშნული პრობლემის მოგვარება.
გვაქვს ასევე რამდენიმე სახის გამოწვევა, რომელზეც არის სწრაფი რეაგირება საჭირო.
გარდა აღნიშნული საკითხისა ვისაუბრეთ მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტუქტურულ პროექტებზე. მათ ვადებში დასრულებაზე. შესაბამისს სამსახურებს დაევალათ არსებული სკვერებისა და რეკრეაციული ადგილების მოწესრიგება, ზღვის სანაპირო ზოლზე არსებული საშხაპეების მოწესრიგება, ქალაქის ტერიტორიაზე მრავალბინიან კორპუსებში წყლის შეუფერხებლად მიწოდება.
ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ყველა სამსახურს 24 საათიანი მონიტორინგი დაევალა. ასევე მაქსიმალურად გაკონტროლდეს ტურისტულად აქტიური ლოკაციები.