“მერები ეკონომიკური ზრდისთვის” პროექტის ფარგლებში მერის მოადგილეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ოფიცერთან, ბატონ დავით ვერულიძესთან, ერთად გაიმართა შეხვედრა, რომლის დროსაც განხილულ იქნა M4EG-ის ფარგლებში შემუშავებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის აქტივობები, პანდემიის მიერ გამოწვეული ცვლილებები და სამომავლო ხედვები.
შეხვედრის განმავლობაში პროექტის ჯუნიორ ექსპერტმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ოფიცერს გადასცა სერთიფიკატი, იმის საფუძველზე, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა არის დადებითად შეფასებული მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ.