სტუდენტთა მხარდაჭერისა და ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ახალი პროგრამა აამოქმედა – მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისათვის „მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის დავით ხახუტაიშვილისა და აკადემიკოსს ნინო ჯავახიშვილის„ სტიპენდია. პროგრამა ითვალისწინებდა 40 მაღალი აკადემიური მოსწრების (A) – კატეგორიის (91 ქულა და მეტის მქონე) ახალგაზრდის დაფინანსებას. სულ შემოვიდა 121 განაცხადი. მათგან პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები 107-მა დააკმაყოფილა.
მუნიციპალიტეტის მიერ ამ ეტაპზე დაფინანსდა სტუდენტების ის რაოდენობა (არაუმეტეს 40 სტუდენტი), რაც გათვალისწინებული იყო პროგრამით.
თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ პროგრამის კრიტერიუმები, დააკმაყოფილა ჯამში 107-მა სტუდენტმა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შესაბამისი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა მოიძიოს დამატებითი ფინანსური სახსრები და დააფინანსოს ყველა სტუდენტი, რომელმაც დააკმაყოფილა პროგრამით გათვალისწინებული პირობები.