ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგზო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ახორციელებს.
აჭყვისთავი-ჩეხედანა-ლეღვას და სოფ.ქობულეთი-ქათამაძეები-ალამბრის მეურნეობის საავტომობილო გზებზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ორივე მიმართულებით ეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი, სხვადასხვა ტიპის ხელოვნური და დამცავი ნაგებობა.
ამ ეტაპზე ხელოვნური ნაგებობების და მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.