სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სრულ მზადყოფნაში ხვდებიან სააღმზრდელო პროცესის დაწყებას.
- ყველა ბაღში შექმნილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო.
- სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით წარიმართება.
- ბაღებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. დაცულია სამედიცინო პროტოკოლი.
- გაკონტროლდება ბაღში აღსაზრდელების მისვლის და წამოსვლის გრაფიკი, რათა დაცული იყოს არსებული რეკომენდაცია.
- მიმდინარე წლიდან ბავშვებისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში გათვალისწინებულია განახლებული საკვები პროდუქტები.
- მიმდინარეობს საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ტესტირება.