✅ ა(ა)იპ-ი „ აგროსერვის ცენტრი“ აჭარის მოსახლეობისთვის “სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა” საგრანტო პროგრამას ახორციელებს.
✅ მიმდინარე წლის 1 -დან 16 მარტის ჩათვლით “სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის” საგრანტო პროგრამის კოორდინატორები, დაინტერესებულ მოსახლეობასთან საპრეზენტაციო შეხვედრებს, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გამართავენ.
✅ პროგრამის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აჭარის მუნიციპალიტეტების მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საპრეზენტაციო შეხვედრა, მერიის ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან გაიმართა.
✅ შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე მოადგილეებთან ერთად, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ფრიდონ ფუტკარაძე და ცოტნე ანანიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ესწრებოდნენ.
✅ დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებმა უნდა დაუკავშირდნენ „აგროსერვის ცენტრს“ – ☎️ 0422 27 64 65 . AGROSC2021@GMAIL.COM