ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ მოვალოებებს ახორციელებს. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კორონა ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ატარებს მონიტორინგს. რეგულაციების დაცვის შესახებ ინფორმირება, შემოწმება და გაფრთხილებები სავაჭრო ობიექტებს, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და სალონებს ეძლევათ.
სამსახურის მოვალეობებში შედის ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებას და მოსაკრებლის ადმინისტრირებაზე კონტროლს განხორციელება. დღეის მდგომარეობით გაფორმებულია 709 ხელშეკრულება.
დღეს სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან მონიტორინგი განხორციელდა და შემოწმდა ყველა ობიექტი, დაწესებულა და სატრანსპორტო საშუალება.
მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე სხვადასხვა დაწესებულებების ხელმძღვანელებს, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით გათვალისწინებული რეგულაციები.