ქობულეთის მერიაში პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა.
გაცნობითი სახის შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. უწყების და მისი დაქვემდებარებული ორგანიზაციების მუშაობის პრინციპები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე გაუსვეს ხაზი.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, მოადგილე ლევან ზოიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ანანიძე, პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების ხელმძღვანელი ზურაბ ცეცხლაძე და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.