სოფელ ჯიხანჯურში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა

მირიან ქათამაძე – „ოჩხამურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჯიხანჯურში ცოფის დაფიქსირებასთან დაკავშირებით,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არის გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, რომელიც გულისხმობს საკარანტინე ღონისძიებების დაწესებას მხოლოდ ერთ სოფელში –  ეს არის მხოლოდ სოფელი ჯიხანჯური.

კარანტინი არამც და არამც არ გულისხმობს, ამ სოფელში მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვას.

ცოფის დაფიქსირებასთან დაკავშირებით სოფელი ჯიხანჯური, საკარანტინე მიზნებისთვის გამოცხადებული არის დროებით არაკეთილსაიმედო  ტერიტორიად, რაც თავისთავად გულისხმობს კონკრეტული ღონისძიებების დაწესებას:

1  საკარანტინე რეჟიმის მოხსნამდე ქუჩაში შინაური ცხოველების გამოყვანის, გამოფენების, ვაჭრობის, სანადიროთ შინაური ცხოველების წაყვანის აკრძალვა და შეზღუდვაა.

2  ყველაზე მნიშნელოვანი არის, ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე არის განხორციელებული შესაბამისი ღონისძიებები, რაც გულისხმობს პირველ რიგში საეჭვო ცხოველების იზოლირებასა და ლიკვიდაციას, საეჭვო ცხოველთა სადგომების სრულ დეზინფექციას.

კერის დაფიქსირებიდან ორი- სამი კილომეტრის რადიუსში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სრულად არის განხორციელბული ვაქცინაციის გადაუდებელი ღონისძიებები.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, აღნიშნული დაავადების პრევენციისა და ლიკვიდაციისათვის.

იმ ოჯახებში სადაც შინაურ ცხოველებში დაფიქსირდა ვირუსი, სრულად არის ვაქცინაცია განხორციელებული ოჯახის ყველა წევრზე.

ნებისმიერ სიტუაციაში, რომელიც ეხება ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების ობიექტურ შეზღუდვას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ყოველთვის აცხადებს მზაობას, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, არსებული რესურსის გათვალისწინებით ყოველთვის დაუდგება მოსახლეობას გვერდით.

სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არანაირი უსაფუძლო აჟიოტაჟისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ეს დაავადება მხოლოდ და მხოლოდ დაუფიქსირდა რამდენიმე ცხოველს. არ არის დაფიქსირებული. შესაბამისად არანაირი მნიშვნელოვანი, თუ უმნიშვნელო საფრთხე ამ ეტაპისთვის არ არსებოს. მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ.

მადლობა მინდა ვუთხრა მედია საშუალებებს, რომ მოგვცეს ინფორმაციის დაკონკრეტებისა და დაზუსტების შესაძლებლობა, იმისათვის რომ არ გავრცელდეს უსაფუძვლო პანიკა მოსახლეობაში.“

 

Skip to content