მე-5 წელია ქობულეთი, წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს აღნიშნავს. ყოველწლიურად ამ დღისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებას ვგეგმავთ და ვატარებთ. მათ შორის შეხვედრებს, ვსაუბრობდით წიგნებზე. აქტიობაში სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთვებოდნენ.
არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დღეს ა(ა)იპ-ი ქობულეთის კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილებამ მერს მირიან ქათამაძეს, მოადგილესთან დავით ვერულიძესთან ერთად უმასპინძლა.
ბიბლიოთეკა ქობულეთში 1975 წელს გაიხსნა. ამ დროისთვის ფონდში 35 800 წიგნია დაცული. ფონდი ყოველწლიურად ახლდება.
განსაკუთრებული ადგილი ბიბლიოთეკაში ქსენია ბახტაძის მიერ, გადმოცემული წიგნებს უკავია. მათ შორის ყველაზე ძველი წიგნი 1892 წლით თარიღდება. ასევე წარმოდგენილია მე-20 საუკუნის სხვადასხვა პერიოდის მწერლობა.
სამომავლოდ აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება და აქტიობა განხორციელდება.