ქ. ქობულეთის განაშენიანების გეგმის ფუნქციური ქვეზონების რუკის შესაბამისად გეგმარებით ერთეულზე დადგენილი გეგმარებითი გარემოებები (კერძოდ კოეფიცენტები) არ იძლევა დასახული მიზნის განვითარების საშუალებას, აქედან გამომდინარე გეგმარებით ერთეულში სრულფასოვანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მოწყობის შესაძლებლობისათვის საპროექტო ნაკვეთის მესაკუთრის (ინიციატორის) მიერ, კერძო ინიციატივის ფარგლებში გდგ შემუშავების ამოცანას წარმოადგენს, ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმით, საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3)-ში დადგენილი კოეფიცენტებისა და პარამეტრების ცვლილება აქედან გამომდიბარე გდგ კონცეფციის შემუშავების მიზანს წარმოადგენს, გეგმარებით ერთეულში (მიწის ნაკვეთი (ს.კ. 20.42.09.681, ფართობი 7199,00 კვ.მ.)) კოეფიცენტებისა და პარამეტრების შემდეგნაირად ჩამოყალიბის მოთხოვნა: 1) 2) 3) 4) 5) 6) 7) 8) ∑ . დადგენილი (სზ-3) საცხოვრებელი ზონა დარჩეს უცვლელად კ-1= 0.7 (მოთხოვნილია კ-1 კოეფიცენტის გაზრდა) კ-2= 9,5. (მოთხოვნილია კ-2 კოეფიცენტის გაზრდა) კ-3= 0,1 (მოთხოვნილია კ-3 კოეფიცენტის შემცირება) საპროექტო შენობების მაქსიმალური სიმაღლე განისაზღვროს 100,0 მ-ით. მოეწყოს მიწისქვედა დახურული ორდონიანი ავტო პარკინგი 170 მანქანაზე, საპარკინგე ლიფტების გამოყენებით. მოეწყოს მიწისზედა ღია ავტო პარკინგი 36 მანქანაზე ჯამში 206 ავტომობილის სადგომი მოეწყობა. საპროექტო გადაწყვეტით საპროექტო ტერიტორული ერთეულის ფუნქციური ზონირების ცვლილება არაა განსაზღვრული.
შენიშვნა: შპს „გონიო 2020“-ს ქალაქ ქობულეთის მერიასთან გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება, განახორციელოს მაკომპენსირებელი ღონისძიება, საპროექტო არეალში კანონდებლობით განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2), ფაქტობრივად გადამეტებით ნამატი ფართის ე.წ. „თეთრი კარკასის მდგომარეობით“ აუდიტორული დასკვნის საფუძველზე დადგენილი თვითღირებულების 1% თანხის ბიუჯეტში მშენებლობის ნებართვის მიღებამდე. გეგმარებითი ერთულის მდებარეობა და აღწერა ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის შესაბამისად საპროექტო ტერიტორული ერთეული მიეკუთვნება საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ (სზ-3) ზონას. საპროექტო გეგმარებითი ერთეული ( ს/კ: 20,42,09,681) საერთო ფართით 7199,0 კვ.მ მდებარეობს ქ. ქობულეთში, გიორგი ლეონიძის ქუჩა N6-6ა,N4ა-ში, შპს „გონიო 2020“ -ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქობულეთის სამხრეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის მომდებარედ განლაგებულ კვარტალში, რომელსაც სამხრეთ აღმოსავლეთის მხრიდან, გეგმარებითი ერთეულის საზღვის მთელ პერიმეტრზე ესაზღვრება გიორგი ლეონიძის ქუჩა; სამხრეთ დასავლეთის მხრიდან გიორგი ლეონიძის შესახვევი; აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება ნიკო ფიროსმანის ქუჩა; ჩრილოეთ აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება ნიკო ფიროსმანის შესახვევი და ჩრდილო დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება შავი ზღვის სანაპირო ზოლი, ხოლო რაც შეეხება გეგმარებით ერთეულს ის მდებარეობს აღნიშნული კვარტლის სამხრეთ ნაწილში, რომელსაც სამხრეთ აღმოსავლეთის მხრიდან, საზღვის მთელ პერიმეტრზე ესაზღვრება გიორგი ლეონიძის ქუჩა ხოლო დანარჩენი სამი მხრიდან დაბალი ინტენსივობის მქონე განაშენიანება. გეგმარებითი ერთეული ქალაქის ცენტრიდან დაშორებულია 3,3 კმ-ით ხოლო რკინისგზის სადგუეი 2,0 კმ-ით.
დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წინამდებარე ინფორმაციის
გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ
მოსაზრება საკითხის ირკვლივ.
დანართი: თანდართული მასალა თან ერთვის.
გონიო 2020