ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო ტაკიძემ წარადგინა.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტი 109 760 500 ლარს შეადგენს.

მომავალი წლის ძირითად პრიორიტეტებსა და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ცეცხლაძემ. მისი განცხადებით, მთავარი ფინანსური დოკუმენტი მაქსიმალურად არის მორგებული მოსახლეობის საჭიროებებსა და მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტებზე.

Skip to content