საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თედო ტაკიძე უძღვებოდა.

სხდომაზე თედო ტაკიძემ საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიებისა და ფრაქციების დასკვნები წარმოადგინა, რომლებშიც ასახული იყო 2027 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და რეკომენდაციები.

კომისიის წევრებმა მოისმინეს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, გელა გოგიტიძის მოხსენება, რომელმაც 2027 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის მოცულობა 109 760 500 ლარით განისაზღვრება, რაც 2026 წლის ბიუჯეტის მაჩვენებელს 8 310 790 ლარით აღემატება.

გარდა ამისა, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს 2026 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ მიმოხილვის ცნობად მიღებას.

Skip to content