ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების შესახებ მიმოხილვის ცნობად მიღების თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტი. სხდომას კომისიის თავმჯდომარე თედო ტაკიძე უძღვებოდა.
