ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის სოფლების მუხაესტატეს, წყავროკასა და გვარაში გეგმარებითი ერთეულის განაშენიანების გეგმაში ცვლილების შეტანის საკითხი.
ასევე, საკრებულომ განიხილა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის საკითხი.
