4 სექტემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 

4 სექტემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1.„ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მუხაესტატე- წყავროკას გეგმარებითი ერთეულის განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის  N35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

(მომხსენებელი:  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შ ნათია ბასიაშვილი)

2. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას გეგმარებითი ერთეულის განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის  N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

(მომხსენებელი:  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შ ნათია ბასიაშვილი)

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ქვედა კვირიკეში მდებარე 5332,0 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.43.01.1428, მისასვლელი გზით) შემდგომში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება-საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის სარგებლობაში გადაცემის მიზნით-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი;

(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სამსახურის  უფროსი ლევან გოგიტიძე)

4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ (ქ.ქობულეთში, რუსთაველის  ქუჩა  N172-ის  მიმდებარედ   მდებარე 1455 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის  ნაკვეთი (ს/კ 20.42.03.243), შემდგომში სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობის მიზნით  -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი;

(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სამსახურის  უფროსი ლევან გოგიტიძე)

Skip to content