იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა განიხილეს მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილების, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმებისა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხები.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე დავით წულუკიძე უძღვებოდა.
Skip to content