დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თედო ტაკიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
კომისიის წევრებმა განიხილეს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხი.
