გეგმარებითი ერთეულის და დაგეგმილი ცვლილებების ანოტაცია

მისამართი: ქ. ქობულეთი, აბაშიძის ქუჩა  N90 (ს.კ. 20.42.09.409)

  • გეგმარებითი ერთეული:

გეგმარებითი ერთეულის ფართობი შეადგენს 8172,00 კვ.მ-ს.

გეგმარებითი ერთეული მოიცავს 2 მიწის ნაკვეთს.

  • დაგეგმვის ძირითადი მიზნები და ამოცანები, მათი მიღწევისა და გადაწყვეტის გზები;

დაგეგმილი პროექტის მიხედვით გეგმარებით ერთეულში შემავალ მიწის ნაკვეთზე,

ს.კ. 20.42.09.409

დაგეგმილია სასტუმროს ტიპის აპარტოტელის  განთავსება.

აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს განაშენიანების კოეფიციენტების გაზრდას,

რომლებიც მოცემულია ქვემთ:

  • დაგეგმილი განაშენიანება:

oსტრუქტურა/წყობა – ღია, კვარტალური წყობა.

oმიმართება მიმდებარე განაშენიანებასთან – გეგმარებითი ერთეულის

მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია აპარტოტელებით

განაშენიანებული მიწის ნაკვეთები, რომელთა მიმართ დაცული იქნება

ქალაქმშენებლობითი და ქალაქგეგმარებითი მოთხოვნები.

o ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა – გეგმარებითი ერთეული

უზრუნველყოფილია ინფრასტრუქტურული სიმძლავრეებით,

ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში მათი გაუმჯობესება მოხდება ობიექტის

პროექტირების ეტაპზე, ოპერატორი კომპანიების მიერ გაცემული

ტექნიკური დავალებების შესაბამისად.

7.2. საპროექტო ტერიტორიის და ობიექტის სავარაუდო ტექნიკურ-ეკონომიკური

მაჩვენებლები

o მიწის ნაკვეთის ფართობი – 3639,00 კვ.მ;

o სამშენებლო ქვეზონები – საკურორტო-სარეკრეაციო ზონა (შზ-4);

o განაშენიანების სახეობა: ღია.

o დაგეგმილი განაშენიანება:

o განაშენიაბების ფართი: 1455 კვ.მ.

o განაშენიანების ინტენსივობა: არ განისაზღვრება.

o განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე 45 მ.

▪ ავტოსადგომების რაოდენობა: „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“-ს მიხედვით.

▪ საცხოვრებელი ფართები: (ცალ-ცალკე: ბინა, სასტუმროს ტიპის ბინა, სასტუმროს ნომერი) – 408 ნომერი, 14400 კვ.მ;

▪ სამშენებლო ფართი – 23680 კვ.მ

  • მოცულობები – 71100 კუბ/მ. • სიმაღლეები/სართულიანობა: განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე (მ) – 45 მ.

o მაქსიმალური სართული – 13 (მიწისზედა).

o მიწისქვეშა სართულები – 1 სართული.გეგმარებითი ერთეულში შემავალ, სხვა/დანარჩენ მიწის ნაკვეთებზე მოქმედებს

განაშენიანების გეგმით დადგენილი განაშენიანების პარამეტრები

და პირობები, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებზეც

აღნიშნული პარამეტრები განსაზღვრულია სამშენებლო დოკუმენტით.

დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წინამდებარე ინფორმაციის

გამოქვეყნებიდან   არაუმეტეს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ

მოსაზრება საკითხის ირკვლივ.

 

დანართი:  თანდართული მასალა თან ერთვის.

გდგ შპს ბამბუ ბიჩ ციხისძირი01
Skip to content