„შავი ზღვის რეგიონში კლიმატის ცვლილებისთვის ადგილობრივი ინტერვენციის შესაძლებლობების გაძლიერება“ – ფარგლებში, ლოკალური ადაპტაციის ჯგუფის (LAP) მეხუთე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციურად მონაწილეობდნენ LAP ჯგუფის წევრები და სამეცნიერო ექსპერტები.
შეხვედრა გახსნა პროექტის კოორდინატორმა, რომელმაც მონაწილეებს გააცნო პროექტის მიმდინარეობა საგრანტო განაცხადის მომზადების ეტაპიდან დღემდე, მიღწეული შედეგები და დაგეგმილი აქტივობები.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლოკალური ადაპტაციის გეგმის შესახებ. შეხვედრაზე განხილული იყო კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები, რისკები და სამომავლო ღონისძიებები.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო გელაურის მწვანე პარკის პროექტი, რომლის შესახებაც ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს პროექტის კონცეფცია. გაიმართა სამუშაო განხილვა ინფრასტრუქტურის სამსახურისა და გელაურის მწვანე პარკის მოწყობის სამუშაოების განმახორციელებელი, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის — შპს „მშენებელი 2017“-ის წარმომადგენლებთან ერთად, სადაც დეტალურად განიხილეს პარკის პროექტთან დაკავშირებული საკითხები. LAP ჯგუფის წევრებმა ასევე წარმოადგინეს რეკომენდაციები პარკის მწვანე საფარის დაგეგმარებისა და შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირების მიმართულებით.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტზე კლიმატის ცვლილების გავლენის, ადაპტაციის შესაძლებლობებისა და ადგილობრივი ინტერვენციების მნიშვნელობის შესახებ.
„შავი ზღვის რეგიონში კლიმატის ცვლილებისთვის ადგილობრივი ინტერვენციის შესაძლებლობების გაძლიერება“ ევროკავშირისა და Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის საგრანტო პროექტის LAP BLACK BSB00353 ფარგლებში ხორციელდება.
