დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი უძღვებოდა.
სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, გელა გოგიტიძემ, წარადგინა მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.
დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს დაბა ჩაქვი–კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმას.
ასევე, დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი.
დღესვე, სხდომაზე მოისმინეს შემდეგი ორგანიზაციების 2025 წლის საქმიანობის ანგარიშები:
შპს „ქობულეთის წყალი“
შპს „ქობულეთის სტადიონი“
შპს სარაგბო კლუბი „პონტო“
გურამ თამაზაშვილის სახელობის ა(ა)იპ ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „მხედრული“
