განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი უძღვებოდა.

სხდომაზე გურამ თამაზაშვილის სახელობის ა(ა)იპ ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი მხედრულის და ა(ა)იპ ქობულეთის კულტურის ცენტრის 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშები მოისმინეს.

Skip to content