საკრებულოს სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი უძღვებოდა.
სხდომაზე ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ, დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა ლევან გოგიტიძემ რამდენიმე მისამართზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ცვლილების შეტანა-ამოღების საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე ა(ა)იპ ქობულეთის სანდასუფთავების , ა(ა)იპ ქობულეთის პარკის, ა(ა)იპ ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის, ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმისა და ქობულეთის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგურის 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშები მოისმინეს.
Skip to content