ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი უძღვებოდა.
სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელიც მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ წარადგინა.
დღესვე 2025 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის ცვლილებები განიხილეს და მხარი დაუჭიეს 2025 წლის სამი კვარტლის შესრულების შესახებ მიმოხილვის ცნობად მიღებას.
აღნიშნული საკითხების გარდა, სხდომაზე განიხილეს:
- ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
- ,,ქალაქ ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს/კ42.04.607, ს/კ 20.42.04.608, ს/კ 20.42.04.823 და ს/კ 20.42.04.804) მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 ოქტომბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
- „ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის-გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
- ქ. ქობულეთში, მეგობრობის ქუჩაზე (26 მაისის 1 და 2 შესახვევებს შორის) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ42.08.042) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ;
- ,,ქალაქ ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ42.12.355) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 14 ივნისის N34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
- მოძრავ ქონებაზე საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ (ა(ა)იპ ,,ქობულეთის სანდასუფთავება);
