25 ნოემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ;
(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე)
2. -,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე)
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ მიმოხილვის ცნობად მიღების თაობაზე;
(მომხსენებელი: თედო ტაკიძე)
4. ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
(მომხსენებელი: დავით წულუკიძე)
5. ,,ქალაქ ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს/კ 20.42.04.607, ს/კ 20.42.04.608, ს/კ 20.42.04.823 და ს/კ 20.42.04.804) მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 ოქტომბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
(მომხსენებელი:ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შ ნათია ბასიაშვილი)
6. „ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის-გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
(მომხსენებელი:ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შ ნათია ბასიაშვილი)
7. ქ. ქობულეთში, მეგობრობის ქუჩაზე (26 მაისის 1 და 2 შესახვევებს შორის) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.08.042) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ;
(მომხსენებელი:ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შ ნათია ბასიაშვილი)
8. ,,ქალაქ ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.12.355) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 14 ივნისის N34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
(მომხსენებელი:ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შ ნათია ბასიაშვილი)
9. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
(მომხსენებელი: დავით პაპუნაიშვილი)
10. მოძრავ ქონებაზე საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ (ა(ა)იპ ,,ქობულეთის სანდასუფთავება);
(მომხსენებელი: დავით პაპუნაიშვილი)