ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

საკრებულოში ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დავით პაპუნაიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტისა და ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის ქვეპროგრამები განხილეს.
აღნიშნული საკითხის  გარდა, სხდომაზე განიხილეს:
  •  ,,ქალაქ ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს/კ 20.42.04.607, ს/კ 20.42.04.608, ს/კ 20.42.04.823 და ს/კ 20.42.04.804) მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით განაშენიანების  დეტალური  გეგმის  დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31  ოქტომბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  • „ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის-გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
  •  ქ. ქობულეთში, მეგობრობის ქუჩაზე (26 მაისის 1 და 2 შესახვევებს შორის) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.08.042) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით  განაშენიანების    დეტალური  გეგმის კონცეფციის   დამტკიცების შესახებ;
  • ,,ქალაქ ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.12.355) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით   განაშენიანების    დეტალური  გეგმის კონცეფციის  დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 14  ივნისის  N34  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
  • მოძრავ ქონებაზე საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ (ა(ა)იპ ,,ქობულეთის სანდასუფთავება);

Skip to content