ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი უძღვებოდა.
ბიუჯეტის საჯარო განხილვას საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო ტაკიძემ წარადგინა.
წარმოდგენილი პროექტით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი 98 156 900 ლარს შეადგენს.
