ევროკავშირისა და Interreg NEXT შავი ზღვის აუზის ქვეყნების საგრანტო პროექტის ფარგლებში, ლოკალური ადაპტაციის ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ევროკავშირისა და Interreg NEXT შავი ზღვის აუზის ქვეყნების საგრანტო პროექტის ფარგლებში, ლოკალური ადაპტაციის ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.
ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე: გარემოსდაცვითი ცნობიერების დონე, ქობულეთის წყლის რესურსები, ნარჩენების მართვა, გეოლოგია, ჰიდროლოგია, ტურიზმი და ეკოტურიზმი, კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენა ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობაზე. შეხვედრაზე ასევე ჩამოყალიბდა ქობულეთის კლიმატის ცვლილების ლოკალური ადაპტაციის გეგმის მონახაზი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე ა(ა)იპ „მწვანე რეგიონები“-ს მიერ შერჩეული ექსპერტები.
ევროკავშირისა და Interreg NEXT შავი ზღვის აუზის ქვეყნების საგრანტო პროექტს LAP-BLACK „შავი ზღვის რეგიონში კლიმატის ცვლილებისთვის ადგილობრივი ინტერვენციის შესაძლებლობების გაძლიერება“ (Strengthening the local intervention capacities for climate change in the Black Sea Region) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ადგილობრივი ადაპტაციის გუნდი იმუშავებს სამოქმედო გეგმაზე, რომელიც დაეხმარება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების პრევენციასა და ეფექტურად გადაჭრის გზების ძიებაში ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, წყლის მენეჯმენტი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა.
Skip to content