განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია შემუშავდა ქალაქ ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N73-N75-ში მდებარე მიწის ნაკვეთის, ს/კ 20.42.04.846 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლოდ განვითარების მიზნით.
სამშენებლოდ განვითარებისათვის დაგეგმილია განაშენიანების დეტალური გეგმით დადგენილი ქალაქმშენებლობის პარამეტრების ცვლილება, მათ შორის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის სიდიდის გაზრდა 4,5-მდე.
დაგეგმილი პროექტის მიხედვით გეგმარებით ერთეულში შემავალ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით (ს.კ. 20.42.04.846) , უნდა განთავსდეს ტორმეტსართულიანი მრავალბინიანი საცხლი, ანბალოგი უკვე აშენებული მრავალბინიანი სახლისა.
აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს განაშენიანების გამჭიდროებას – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას კ2=4,5.
- დაგეგმილი განაშენიანება:
oსტრუქტურა/წყობა დახურული კვარტალური წყობა.
გეგმარებითი ერთეულის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლებითა და საზოგადოერბვი ობიექტებით განაშენიანებული მიწის ნაკვეთები, რომელთა მიმართ დაცული იქნება ქალაქმშენებლობითი და ქალაქგეგმარებითი მოთხოვნები.
გეგმარებითი ერთეული უზრუნველყოფილია ინფრასტრუქტურული სიმძლავრეებით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში მათი გაუმჯობესება მოხდება ობიექტის პროექტირების ეტაპზე, ოპერატორი კომპანიების მიერ გაცემული ტექნიკური დავალებების შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წინამდებარე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ მოსაზრება საკითხის ირკვლივ.
დანართი: თანდართული მასალა თან ერთვის.
გდგ - კონცეფცია - შპს ვესთ დეველოპმენტი