საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თედო ტაკიძე უძღვებოდა.

კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსს ფატი ჯინჭარაძეს მოუსმინეს, რომელმაც მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილება წარმოადგინა. წარმოდგენილი ცვლილებით 2025 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის მოცულობა 5 544.100 ლარით იზრდება და ჯამში 98 986.100 ლარს შეადგენს.

დღესვე, 2025 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების შესახებ მიმოხილვის ცნობად მიღების თაობაზე იმსჯელეს.

Skip to content