ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული  დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა  კომისიის სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული  დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა  კომისიის დღევანდელ სხდომაზე , დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს:

  • .„ქალაქ ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირზე  არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ. 20.42.01.673; ს/კ. 20.42.01.614; ს/კ. 20.42.01.613 და ს/კ. 20.42.01.591) განაშენიანების  დეტალური  გეგმის  დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის  N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 მარტის  N26 განკარგულებით დამტკიცებულ დანართში ,,ზომამცირე მცურავი საშუალებების სარგებლობასთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებებში” ცვლილებისა და დამატების  შეტანის თაობაზე.

სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლაშა ხახუტაიშვილი უძღვებოდა.

 

Skip to content