გეგმარებითი ერთეულის ფართობი შეადგენს 11452,00 კვ.მ-ს. გეგმარებითი ერთეული მოიცავს 1მიწის ნაკვეთს.
დაგეგმილი პროექტის მიხედვით გეგმარებით ერთეულში შემავალ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით (ს.კ. 20.42.21.131) , უნდა განთავსდეს ოთხი რვასართულიანი სასტუმროს ტიპის აპარტოტელის მშენებლობა.
აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს განაშენიანების გამჭიდროებას – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას კ2=3,0 და კ3-ის შემცირებას 0,1-მდე.
- დაგეგმილი განაშენიანება:
oსტრუქტურა/წყობა – ღია, კვარტალური წყობა.
გეგმარებითი ერთეულის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლებითა და საზოგადოერბვი ობიექტებით განაშენიანებული მიწის ნაკვეთები, რომელთა მიმართ დაცული იქნება ქალაქმშენებლობითი და ქალაქგეგმარებითი მოთხოვნები.
გეგმარებითი ერთეული უზრუნველყოფილია ინფრასტრუქტურული სიმძლავრეებით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში მათი გაუმჯობესება მოხდება ობიექტის პროექტირების ეტაპზე, ოპერატორი კომპანიების მიერ გაცემული ტექნიკური დავალებების შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წინამდებარე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ მოსაზრება საკითხის ირკვლივ.
დანართი: თანდართული მასალა თან ერთვის.
გდგ - კონცეფცია - შპს შატო კვირიკე (1)ტერიტორიის გამოყენების რუქა (1)
1141142516711